რკინაბეტონის შპალის ქარხანა წარმოადგენს რეგიონში  რკინაბეტონის შპალის მწარმოებელ უმსხვილესს საწარმოს 17 წლიანი გამოცდილებით. 2011 წელს საწარმოში დამონტაჟდა რკინაბეტონის დგარების ხაზი, რომელიც უნიკალურია რეგიონში. ქარხანა აწარმოებს 1520 მმ და 1435 მმ რკინაბეტონის შპალს.

გარდა შპალისა და დგარებისა რკინაბეტონის შპალის ქარხანას გააჩნია წინასწარდაძაბული და დაუძაბავი რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოების რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება.

კომპანია ემსახურება ისეთ ადგილობრივ და ტრანსნაციონალურ პროექტებს როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, საქართველოს რკინიგზის რეაბილიტაცია.

საწარმო არის „Pandrol UK”-ის ოფიციალური წარმომადგენელი როგორც საქართველოში ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ქარხანა აღჭურვილია უახლესი დანადგარებით, ავტომატური მართვის  ბეტონამრევი კვანძით, თბური დამუშავების უახლესი სისტემებით, უმაღლესი დონის ლაბორატორიით, სრული ინფრასტრუქტურული ბაზით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის უწყვეტ მიწოდებას რკინიგზის ვაგონებით და ავტოტრანსპორტით.

პერსონალი დაკომპლექტებულია გამოცდილი, მაღალკვალიფიკაციური კადრებით, დანერგილია ISO 9001:2008 შესაბამიში აღრიცხვისა და მართვის თანამედროვე სტრანდარტები.