კომპანია ,,მიქსორი” საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია:

- მაღალი წარმადობა – 120 მ3/სთ
- მართვის ავტომატიზირებული სისტემა
- პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა და გეგმაზომიერობა
- ზუსტი წონის სამშენებლო პროდუქტი
- ბეტონის გარანტირებული სიმტკიცე და მარკა
- მომსახურების მოქნილი სისტემა

,,მიქსორის” ბეტონის ქარხანაში დამონტაჟებულია თანამედროვე ტიპის ბეტონის ქარხანა. კომპონენტის მიწოდების ავტომატური სისტემა უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის თანაბარხარისხიანობას. კომპანია ,,მიქსორი” თავად უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის დაკვეთის ადგილამდე მიტანას. რაც ძალზე მნიშვნელოვანია ყოველი მანქანა ბეტონით დატვირთვის შემდეგ სათითაოდ იწონება ელ. სასწორზე, იწერება წონის დამადასტურებელი ოქმი. სწორედ ამიტომ ჩვენი მომხმარებლები დარწმუნებულნი არიან მიწოდებული პროდუქციის ზუსტ წონაში.

დიდი წარმადობის მქონე მაღალტექნოლოგიური ქარხანა, ხარისხის კონტროლის მუდმივი პროცესი, მაღალკვალიფიციური კადრები უზრუნველყოფენ ხარისხიანი ბეტონის უწყვეტ და გეგმაზომიერ მიწოდებასა და ჩასხმას.

2010 ©  All rights reserved  - MIXORI LTD