2010 წლის იანვარში კომპანიას გადაეცა ISO 9001:2000 სერთიფიკატი.ყოველი წლის დასაწყისში კომპანია ადგენს მთელი წლის სამუშაო გეგმასა და მიზნებს და კომპანიის სიძლიერეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე ყველა დაგეგმილი მიზანი განხორციელებულია. ჩვენ ვაგრძელებთ სამოქმედო არეალის ეტაპობრივ ზრდას. მთავარი იარაღი, რითაც ვიმედოვნებთ რომ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწევთ, ეს არის ჩვენი მთავარი დასაყრდენი – კადრები. ალბათ არ წარმოვადგენთ გამონაკლისს, თუ ვფიქრობთ რომ ხარისხი უმთავრესად კადრების სწორი მუშაობის შედეგია. კომპანია პერიოდულად ატარებს გამოკითხვებს პარტნიორ ორგანიზაციებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რას ფიქრობენ ჩვენზე და როგორ აფასებენ ჩვენი მომსახურების ხარისხს. გამოკითხვები და ინტერვიუები ხელს გვიწყობს დროულად აღმოვაჩინოთ ჩვენი სუსტი მხარეები და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ამ მხარეების გასაძლიერებლად.
რესურსები:
,,მიქსორის” უპირატესობაზე მეტყველებს ის ფაქტიც რომ მთელი წარმოებისა თუ მშენებლობის პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ ძირითადად ვიყენებთ საკუთარ სამშენებლო ტექნიკას.
2008 წლის MAN-ის წარმოების ბეტონმზიდები
2008 წლის MAN-ის წარმოების თვითმცლელები
ბეტონის ტუმბო
მტვირთავები
ექსკავატორები
ბეტონის საპრიალებლები და ა. შ.