ბაქო - თბილისი - ყარსის პროექტი

მიქსორი აქტიურად არის ჩართული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში. მშენებლობის დაწყების დღიდან, აღნიშნულ პროექტს რკინაბეტონის კონსტრუქციებით სრულად მიქსორი ამარაგებს. გარდა სერიული წარმოების კონსტრუქციებისა, სპეციალურად ბაქო-თბილისი ყარსის პროექტისთვის, მიქსორმა დაამზადა შპალის ბლოკი, რომელიც რკინაბეტონის შპალებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი რკინაბეტონის დგარების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული კონსტრუქციაა. გარდა შპალებისა და ბოძებისა, პროექტი მომარაგდა რკინაბეტონის ჭებით, გადასასვლელი ფილებით, ბორბალამრიდებით, ბორდიურებით, ჯოჯგინა ამწის შპალებით და სხვა რკინაბეტონის კონსტრუქციებით.