კომპანიის შესახებ
კომპანია მიქსორი 2008 წელს დაარსდა. თავდაპირველად მიქსორმა მდინარე ქსნის ნაპირიდან ქვიშისა და ღორღის მოპოვება დაიწყო, რასაც მოკლე ვადაში ავჭალაში ბეტონის თანამედროვე ქარხნის აშენება მოჰყვა. დაარსებიდან რამდენიმე თვეში, მიქსორს უკვე ჰქონდა უმაღლესი სტანდარტის ბეტონის ქარხანა, თანამედროვე ლაბორატორიითა და უახლესი მძიმე ტექნიკით.
ჩვენი უმთავრესი ამოცანა ქართულ ბაზარზე საერთაშორისო სტანდარტისა და ხარისხის დამკვიდრებაა, ამისთვის ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ბეტონის ხარისხის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი კვალიფიციური ლაბორანტები მუდმივად ამოწმებენ წარმოებული ბეტონის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.
კომპანია მიქსორს აქვს საერთაშორისო ხარისხის მართვის (ISO) სერთიფიკატი სასაქონლო ბეტონის წარმოებასა და მიწოდებაზე, რომელსაც მუდმივად ანახლებს. ჩვენი გამოცდილი გუნდი მუდმივად აკონტროლებს მომხმარებლამდე სტანდარტების დაცვით ბეტონის დროულ მიწოდებას.
2010 წელს კომპანია მიქსორმა 100 პროცენტიანი წილით შეისყიდა შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხანა“, რომელიც რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტირებით ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო რკინაბეტონის კონსტრუქციების მწარმოებელ ქარხანად იქცა.
2016 წლის 22 აპრილს მიქსორმა შემოიერთა რკინაბეტონის შპალის ქარხანა და დღეს ორივე საწარმო ერთი ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს.
დაარსების დღიდან, მიქსორი აქტიურად არის ჩართული მშენებლობის სფეროში. ჩვენმა კომპანიამ ააშენა სხვადასხვა დანიშნულების მრავალი შენობა, მათ შორის ბარამბოს შოკოლადების ქარხანა, ბამბის რიგის მულტიფუნქციური ცენტრი, ლაბორატორია ქალაქ გორში, საცხოვრებელი სახლი მეიდანზე.
დღეს მიქსორი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა ბეტონის ბაზარზე და ლიდერია რკინაბეტონის კონსტრუქციების დარგში. მიქსორი საუკეთესო სამშენებლო პარტნიორია კომპანიებისთვის, ვისთვისაც ხარიხსი და დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ბეტონის უნიკალური რეცეპტი მისი ხარისხის საწინდარია, ხოლო გამოცდილი და კომპეტენტური თანამშრომლები ბეტონის უწყვეტ მიწოდებას უმოკლეს დროში უზრუნველყოფენ.
მიქსორის მიერ დამზადებული რკინაბეტონის კონსტრუქციები უკონკურენტოა ქართულ ბაზარზე. ჩვენი შპალებითა და სარკინიგზო დგარებით ხორციელდება ყველა მნიშვნელოვანი სარკინიგზო პროექტი საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენი პროდუცქიით მარაგდება ბაქო-თბილისი-ყარსის, თბილისის შემოვლითი რკინიგზისა და არსებული სარკინიგზო მაგისტრალების რეაბილიტაციის პროექტები.
ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით განვითარებისკენ და ვცდილობთ, მომხმარებელს ხარისხიანი და ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ.

ქვიშა-ღორღის წარმოება
  • მაღალი ხარისხის ნედლეული
  • იტალიური დანადგარები
  • წარმადობა 50 მ3/სთ
კომპანია მიქსორი ქვიშის მასალას მდინარე ქსნის ნაპირებზე მოიპოვებს. მდინარეში მოპოვებული მასალა მაღალი სიმკვრივით და ხარისხით გამოირჩევა. მოპოვებული მასალა საგულდაგულოდ იფქვება, გრანულებისა და ზომების მიხედვით ხარისხდება და ირეცხება. რეცხვის შედეგად ქვიშაში თიხის შემცველობა მაქსიმალურად მცირდება.
დამსხვრეული მასალისგან სამშენებლო ქვიშა და სხვადასხვა ფრაქციის ღორღი მზადდება. ნედლეული მშრალი მსხვრევის მეთოდით მუშავდება.





მშენებლობა
კომპანია მიქსორი ახორციელებს ყველა ტიპის სამშენებლო სამუშაოებს, რაც გულისხმობს:
  • ყველა ტიპის გრუნტის სამუშაოებს
  • შენობების სარეკონსტრუქციო სამუშაოებს
  • რკინაბეტონის მონოლითური კარკასის მოწყობას
  • კაპიტალურ რემონტს
  • ინტერიერ/ექსტერიერის მოწყობას
  • ტერიტორიის კეთილმოწყობას
პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის კომპანია მიქსორი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა პროცესის გეგმაზომიერად განვითარებას.
მშენებლობის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია სამუშაო გრაფიკის, პერსონალის, მომარაგების, ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის გრაფიკის შედგენა. კომპანია მიქსორი ასევე დიდ ყურადღებას უთმობს მშენებლობის პროცესის უსაფრთხოებას, რის გარანტიასაც იძლევა კომპანიაში მომუშავე კვალიფიციური უსაფრთხოების ოფიცრები.
კომპანიას ჰყავს უმსხვილესი პარტნიორები, რომლებიც წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების სახით.

ხარისხის კონტროლი
პროდუქციის ხარისხის კონტროლი მიქსორში მუდმივი პროცესია, რომელიც პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ყველა კომპონენტისა და საბოლოო პროდუქტის ტესტირებას მოიცავს.
კომპანიის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ლაბორატორიაში წამყვანი სპეციალისტები ადგენენ ყველა კომპონენტის (ცემენტი, ქვიშა, ღორღი, პლასტიფიკატორი) მახასიათებლებს და შემდეგ ბეტონის მინარევები ფორმულირდება, რომელიც ბეტონის მარკასა და ხარისხს განსაზღვრავს.
მართალია, სწორად შერჩეული კომპონენტები წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, მიუხედავად ამისა, საბოლოო პროდუქციის ტესტირება ასევე თანაბარმნიშვნელოვანი პროცესია.
კუბებად დაყალიბებული ბეტონი იზომება კუმშვაზე (სიმტკიცეზე) და გარემო პირობების მიმართ გამძლეობაზე. მხოლოდ ყველა პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიშვება საცდელი ფორმულის სარეალიზაციო ბეტონის სახით წარმოება.
კომპეტენტური პერსონალი, მსოფლიოში აღიარებული იტალიური წარმოების ხელსაწყოები (CONTROL’S GROUP - Solutions for Testing), წარმოების პროცესის მუდმივი კონტროლი და მაღალი ხარისხის ნედლეული კომპანია მიქსორის სამშენებლო ბეტონის განსაკუთრებულ ხარისხს განაპირობებს.
ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს მუდმივად განახლებადი ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატი (ISO 9001:2008).